გოგი მეშველიანი: ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ერთიანობა შეგვიძლია

 

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატი გოგი მეშველიანი უპრეცედენტო თანადგომისა და მაღალი ნდობის გამოცხადებისთვის, მადლიერების გამოსახატად ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დასხლებულ პუნქტს: ბოლნისს, ნახიდურს, ტალავერს, მამხუტს, რატევანს, რაჭისუბანს, დარბაზს, ძველ ქვეშს, ქვემო ბოლნისს, სოფელ ბოლნისს, ბალიჭსა და დაბა კაზრეთს ეწვია.

მეშველიანის ამბობს, რომ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერის, შედეგია პირველივე ტურში გამარჯვება.

„ბოლნისმა ყველას დაანახა, რომ მათთვის მთავარი ღირსებაა, ვერანაირმა ძალამ, თუ მანიპულაციამ ვერ შეძლო მათი ცდუნება და გულით მიიღეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ამომრჩევლის 68,77% მხარდაჭერა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ერთიანობა შეგვიძლია.“
მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, რომ მომეცა საშუალება კვლავ მეყარა კენჭი და გავმხდარიყავი ჩვენი ხალხის ხმა პარლამენტში. განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო შტაბის თითოეულ წევრს, ჩვენს აქტივს დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა

გოგი მეშველიანის თქმით, ის ოლქის ყველა დასახლებას ეწვევა და პირადად გადაუხდის მადლობას, მან გაერთიანებულ ოლქში, მოვიპოვა 55.43% მხარდაჭერა და მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყველაფერს გაააკეთებს იმისათვის, რათა გაამართლოს ბოლნისელების, დმანისელების, თეთრწყალოელებისა და წალკელების ნდობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები