აჭარის უმაღლეს საბჭოში “უსკოს” მონაცემებით, მანდატების უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცესი დაასრულა.
ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში 45%-ით ქართული ოცნება ლიდერობს.
უსკოს მიერ, განახლებული მონაცემებით, ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 45.86%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ – 33.95%
ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2.85%
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 3.29%
ლელო-მამუკა ხაზარაძე – 3.05%
გირჩი – 1.67%
ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა 1.04%
დათვლილია ყველა, 373 უბანი.