ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში საჩივრები განიხილეს
ოზურგეთის #60-ე საარჩევნო ოლქში კომისიის წევრებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, ოლქში შესული საჩივრები განიხილეს. საჩივრების უმრავლესობა კოვიდ – 19 რეგულაციებთან და პროცედურულ საკითხებთან იყო დაკავშირებული.
“განვიხილეთ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული 11 საჩივარი, დავაკმაყოფილეთ ერთი მათგანი, ერთ კომისიის თავმჯდომარეს დავაკისრეთ დისციპლინარული პასუხისმგებლობა. ძირითადად პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომელიც არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს”, – განაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ.