ცეზარ ჩოჩელი: უკან დახევას არ ვაპირებ, დავუპირისპირდები სისტემას

მცხეთა-მთიანეთში ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველივე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატთან, შალვა კერესელიძესთან დამარცხდა, ფეისბუქპოსტს აქვეყნებს. ჩოჩელი წერს, რომ უკან დახევას არ აპირებს და “სისტემას დაუპირისპირდება”
“მინდა მადლობა ვუთხრა მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის, სრულიად რეგიონის მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს, სჯეროდათ ჩემი და სჯერათ პროგრესული დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს – ქვეყნის, რეგიონის მომავლის და მათი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის.
 მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც მასობრივი შანტაჟისა და ტერორის ფონზე ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, არ გატყდა და მაინც მხარი დამიჭირა!
 მე, ცეზარ ჩოჩელმა, ხალხს პირობა მივეცი და უკან დახევას არ ვაპირებ.
 ყველა შესაძლო კანონიერი მეთოდით, დავუპირისპირდები უსამართლობას.
 ტყუილს, გაყალბებას, ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვას!
 დავუპირისპირდები სისტემას, რომელმაც გაყალბებით, ძალადობით, ტერორით, ქრთამით, მოიპარა ჩემი ხეობელების, ჩემი ღირსეული ხალხის კონსტიტუციური უფლება – გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი.
 ამ უკანონობას არ გაგაფორმებინებთ!”,- წერს ცეზარ ჩოჩელი ფეისბუქპოსტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები