რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია.
“5 მათგანი ცხელების ცენტრში გამოიკვლიეს და მათი ასაკი 35-დან 90 წლამდე მერყეობს, ერთი პაციენტის ინფიცრების წყარო უცნობია.
მე-6 პაციენტს კორონავრუსი კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრში დაუდასტურდა”, – განაცხადეს რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა.