“მეორე ტურში მონაწილეობას თვითონ არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს” – ენმ-ს კანდიდატი ზუგდიდში
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად კვლავ ვერ იღებს. მთელი კამპანიის განმავლობაში მალხაზ ჯალაღონია საკუთარ აზრს ვერ აფიქსირებდა და ისრები ან პარტიისკენ ან გაქცეული ექსპრეზიდენტისკენ მიხეილ სააკაშვილსკენ გადაჰქონდა (რომელსაც თავად კვლავ მოქმედ პრეზიდენტად მოიხსენიებს). ამჯერადაც მალხაზ ჯალაღონია აცხადებს, რომ არჩევნებში მეორე ტურში მონაწილეობა თავად არ სურს, თუმცა გადაწყვეტილება პარტიამ უნდა მიიღოს.
“პირველ ტურს არ ვაღიარებთ, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს. თვითონ არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს”,- განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.