ნინო ლაცაბიძე: ჩვენ ერთად საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ნინო ლაცაბიძე აღნიშნულ განცხადებას სოც. ქსელში გამოეხმაურა.

“ძვირფასო მეგობრებო, მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ მხარდამჭერს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც საარჩევნო პროცესში მაღალი აქტიურობით და წესრიგით გამოიჩინა. მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც აქტიურად მიდგას გვერდით საბოლოო და ღირსეული გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენ ერთად საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ”,- წერს ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები