სამეგრელოში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 83 გამოჯანმრთელდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია, – ამის შესახებ განცხდებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია ავრცელებს.
“89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 3 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ასევე 2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 1 შემთხვევა გვაქვს ფოთში და 1 შემთხვევა ხობში.
მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს”, – ნათქვამია გუბერნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პირი.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში – 112 ადამიანი იმყოფება.