რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში 2 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტში 5, ლენტეხში კი 1 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა-ამის შესახებ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს. ცაგერსა და ამბროლაურში ამ დილის მონაცემებით, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
სულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 300-მდე ადამიანია, ახალი შემთხვევების ეპიდკვლევები დილიდანვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები