ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავიურუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ვირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათ შორის 6 აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 272 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
,,გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 8509 პაციენტი
გამოვლინდა ინფიცირების 389 ახალი შემთხვევა.
გარდაიცვალა 6 პაციენტი:
1. რესპ. საავადმყოფო
75 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 16:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
2. რესპ. საავადმყოფო
87 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 28:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
3. რესპ. საავადმყოფო
91 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 12:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჭარბი წონა, არტ. ჰიპერტენზია, მარცხენა პარკუჭის მწ. უკმარისობა.
4. მედცენტრი
54 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 16:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი,ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
5. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი
70 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 19:10:2020, გარდაიცვალა: 1:11:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ჭარბი წონა.
6. ბათუმის სამედ. ცენტრი
69 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 29:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020
დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ინსულტი, ინფაქრტი, ესენციური ჰიპერტენცია”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.