სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 27 პირი დაინფიცირდა

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები