თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც ბოტკოველმა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა და პარლამენტში, სადაც ხალხის ნება გათვალისწინებული არ არის, არ შევა.
” რომელ მეორე ტურზეა საერთოდ საუბარი, რა თქმა უნდა, არ მივიღებ მონაწილეობას. არ მივიღებ იმ პარლამენტის შემადგენლობაში მონაწილეობას, რომელი პარლამენტიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ხმას. მე არ შევალ პროპორციული სიით პარლამენტში”,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის აზრით, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთსულოვანი იქნება.