ცესკო-ს ინფორმაციით დათვლილია მონაცემთა 100%

ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დათვლილია მონაცემთა 100%. 

საქართველოს მასშტაბით 3847 უბნის მონაცემების მიხედვით მეათე მოწვევის პარლამენტი შემდეგი პარტიებით დაკომპლექტდა და ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48.15%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – 27.14%;

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.78%

„ლელო“ – 3.15%;

„სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15 %;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14%;

„გირჩი“ – 2.89%;

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33%;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენ სუბიექტებს 1%-ზე ნაკლები აქვთ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. არჩევნები საქართველოში გუშინ, 31 ოქტომბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები