აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. ნინო ნიჟარაძე მკურნალობის კურსს სახლში გადის. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კორონავირუსის სიმპტომები ამ დროისთვის არ აღენიშნებათ. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში რჩებიან.