საქართველოს პირველი ორეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ ტვიტერში პოსტს აქვეყნებს და არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს მადლობას უხდის.
მისი თქმით, ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნება” აუცილებლად გაიმარჯვებს.
“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ისტორიის ნათელ მხარეზე მყოფ მამაჩემის ყველა თანამებრძოლს.მიზანი მიღწეულია, პუტჩისტებით და საქართველოს ამაოხრებლებით დახუნძლულმა სიამ, ხელისუფლება ვერ მოიპოვა. ზუგდიდის მეორე ტურშიც დამარცხდებიან უპირობოდ ბუბას, ჟორიკას და დევის თანამოაზრენი”, – წერს გამსახურდია ტვიტერის საკუთარ გვერდზე.