ქუთაისსა და კასპში მოსახლეობამ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრების გარდა, თვითმმართველი ქალაქების მერებიც აირჩიეს.
ქუთაისში მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა შეძლო, რაც იმას ნიშნავს რომ ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
არჩევნების შედეგების ონლაინ სანახავად სპეციალურად შექმნილ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქუთაისში ხმები ასე გადანაწილდა:
იოსებ ხახალეიშვილი – 45.7%
გრიგოლ ვაშაძე – 30.62%
ანდრო ლოსაბერიძე – 8%
ამირან ძოწენიძე – 6.63%
გაგა გოგრიჭიანი – 3.05%
ირაკლი კიკვაძე – 2.3%
ირმა პეტრიაშვილი – 1.86%
კახაბერ ჩახუნაშვილი – 1.85%
შესაბამისად, მეორე ტურში გამარჯვებისთვის მონაწილეობას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები იბრძოლებენ.
რაც შეეხება კასპს, აქ ამომრჩევლების ხმათ უმრავლესობა “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ მიიღო.
კასპში მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა და ცესკოს მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვახტანგ მაისურაძე – 55.47%
ნუგზარ ნონიაშვილი – 32.23%
ილია კიტრიაშვილი – 5.82%
გიორგი ხელაშვილი – 3.48%
ოთარ ქოსაშვილი – 3%