ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, 3847 უბნიდან დათვლილია 3838 უბანი, ანუ ხმათა 99.77%.
პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.16%.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.12%.
“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 3.78%.
“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 3.16 %.
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3.15%.
საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%.
“გირჩი” – 2.89%.
“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” -1.33%.
“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -1%.