ვაჟა ჩიტაშვილი: სახელისუფლებო პარტიამ თითოეულ ამომრჩეველს მოუძებნა ის გასაღები, რაც მას სჭირდებოდა
“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხე-ბორჯომი-ასპინძაადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩევნების არასამართლიანად ჩატარებაზე საუბრობს. როგორც ვაჟა ჩიტაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, არჩევნებში დამარცხდა იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხზე ზეწოლა განახორციელა.
„ძირითადი ზეწოლა ამომრჩეველზე მოახდინა ზეწოლამ და მუქარამ, ამიტომ დადგა ასეთი შედეგი. მოულოდნელია ჩემთვის ასეთი შედეგი. „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი რომ არ გაეკეთებინა, საპირისპირო შედეგს მივიღებდით. გაფრთხილებულები იყვნენ, რომ უნდა მისულიყვნენ პედაგოგები არჩევნებზე და ფოტოები გადაეღოთ. ძირითადი ნაწილი ამ ყველაფრის ზეწოლის ქვეშ მოექცა“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა.