ანტონ ობოლაშვილი: პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდი
ახალციხე–ადიგენი–ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი საკუთარ გამარჯვებაზე საუბრობს. ამბობს, რომ პირველივე ტურში გამარჯვებას თავიდანვე ელოდა.
„გავიმარჯვეთ პირველივე ტურში. შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ძალიან მაღალია 65%-მდე გვაქვს ხმები. მეორე ტური გამორიცხულია, იმიტომ რომ მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და ვიცი მათი განწყობა. მქონდა დაახლოებით 258 შეხვედრა, დავდიოდი კარდაკარ ახალციხეში. ვაპირებდი ვალეში სიარულსაც, თუმცა დროში ვეღარ ჩავეტიე“,-განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ანტონ ობოლაშვილმა.