წინასწარი მონაცემებით, გურიაში პარტია “ქართულმა ოცნებამ” და ვასილ ჩიგოგიძემ გაიმარჯვა
2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები გურიაში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში, ხმათა უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ მოიპოვა.
“სულ საკუთარი არჩევანი 61 844 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო მაჩვენებლის 57,29%-ია.
ხმების უმრავლესობა გურიაში ორმა პარტიამ დააგროვა. პროპორციული სიით “ქართული ოცნება” – 54,97%, “ნაციონალური მოძრაობა” – 22,07%. მაჟორიტარული სიით ხმების უმრავლესობა ასევე “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ დააგროვა და მან ხმების 54,97% მოიპოვა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მანუჩარ კვირკელიამ კი – 22,26%. სულ გურიაში 138 უბანია, დამატებით 4 კოვიდ უბანი. სპეცუბნებზე 185 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა 169 მათგანმა მიიღო”, – განაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გურიაში ყველა უბანი დათვლილია, მიმდინარეობს შედეგების დაზუსტება და გადამოწმება.