,,ყველანაირი კვლევა, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩატარდა აჩვენებდა, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამიტომ თავისთავად ცხადია, მოლოდინიც შესაბამისი იყო”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გურჯაანი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ყოველთვის მზად იქნება თვითოეული მათგანის პრობლემა ინდივიდუალურად მოისმინოს და გადაჭრის გზებზე იზრუნოს.
“მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც მხარში დამიდგა, სჯერა ჩემი, სჯერა იმ განვითარების , სჯერა იმ დამატებითი პროექტების, რომელიც ამ საარჩევნო ოლქში იქნება და სჯერა საქართველოს წარმატების.
თავისთავად ცხადია, მე ვიქნები ყველა ამ ადამიანის მაჟორიტარი და ყველანაირად ვეცდები თითოეული საკითხსაც და პრობლემაზე დავუდგე გვერდით.
რაც გუშინ აღვნიშნე მინდა დღესაც იგივენაირად ვთქვა , რომ დარწმუნებული ვიყავი ამ გამარჯვებაში , იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდან ეს მხარდაჭერა არის და შესაბამისად განწყობაც შესაბამისია.
შედეგი არის მარტივი .
ყველანაირი კვლევა, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩატარდა აჩვენებდა, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით ,
ამიტომ თავისთავად ცხადია, მოლოდინიც შესაბამისი იყო”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, დავიტ სონღულაშვილმა ხმათა 53.96% მიიღო.