პლატონ კალმახელიძე: ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მეორე ტურში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ

,,ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მეორე ტურში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.
მეორე არის დემოკრატიის მაჩვენებელი”- -განაცხადა თელავის ,,ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პლატონ კალმახელიძე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს,
რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და თუ სადმე დაძაბულობა იყო ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელოვნურად შექმნა.

,,მოგეხსენებათ საქართველოში დამაჯერებლად გაიმარჯვა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ”, ასევე დამაჯერებლად გაიმარჯვა თელავშიც.
მინდა მადლობა გადავუხადო თვითოეულ ჩვენს ამომრჩეველს და იმ ყველა აქტივისტს, ვინც ამ გამარჯვებაში იყო ჩართული.
თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თელავში პირველ ტურში გამარჯვებისათვის, დაგვაკლდა სულ ცოტა რაოდენობის ხმები.
ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მეორე ტურში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.
მეორე ტური მანიშნებელია დემოკრატიის და მისი ინტიკატორია თავისთავად.
რაც შეეხება დარღვევებს,დესტაბილიზაციის მცდელობას და პროვოკაციებს, თუ საიდანმე იყო, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ჩვენ ეს დავინახეთ თელავში ,რამდენიმე ადგილას”,- გნაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები