რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დღეს კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პირველი ნოემბერის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 9 – ცაგერის, 8 – ამბროლაურის, 4 კი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

როგორც რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები აცხადებენ, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით სპეციალისტებმა და ეპიდემიოლოგებმა შესაძლო კონტაქტების მოკვლევა უკვე დაიწყეს და ახალი კონტაქტების გამოვლენა თვითიზლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვს გაზრდის.
ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 300 მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები