109 უბნის მონაცემებით, ფოთში, სენაკსა და ხობში ირაკლი ხახუბია ლიდერობს
ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ამომრჩეველთა ხმების 52.76% მიიღო და წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ის იმარჯვებს.
ირაკლი ხახუბიამ ამომრჩევლებს, გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს უკეთესი მომავლის და საკუთარი შესაძლებლობების რწმენისთვის. ჩვენ ეს შევძელით – გავიმარჯვეთ და წინ უამრავი საქმე გველის. ერთად გავიმარჯვეთ, ერთად ვიშრომებთ და ერთად შევქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს. გილოცავთ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
მეორე ადგილზეა ხმების 27.51%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურთაზ ზოდელავა.
მესამე ადგილზეა, კი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა ბოკერიაა, მას ამ დროისთვის 6,81 %-იანი მხარდაჭერა აქვს.