სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 56-ით გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ 2 413 პაციენტი დაემატა და საერთო რაოდენობა 25 104-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2204-ს შეადგენს.