“ქართულ ოცნებას” უკვე გარანტირებული აქვს 76 მანდატი, შესაბამისად, ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას

“ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს გარანტირებული 76 მანდატი, გვაქვს მოლოდინი, რომ მანდატები 92-მდე გაიზრდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთავრობას ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს.

„დათვლილია უკვე 7 ათასზე მეტი უბნის მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ შედეგი ამ ეტაპზე არის 48, 36 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროპორციული სისტემით, ბარიერ ვერგადალახული პარტიების გამოკლებით, „ქართული ოცნების“ შედეგი იქნებოდა 52 პროცენტი, მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც აღსანიშნავია. რაც შეეხება ფორმულას, პროპორციული სისტემით, იმ მონაცემებით, რაც დღეს არის დადებული ცესკო-ს საიტზე, ეს არის სამი ათასზე მეტი უბნის მონაცემი, რაც სავარაუდოდ აღარ შეიცვლება, „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს პროპორციული წესით 62 მანდატი. გარდა ამისა, დათვლილია უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები და ამ მონაცემებით შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ, 24 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. დანარჩენს შემთხვევებში გრძელდება დათვლა. არის შემთხვევები, სადაც უკვე გარანტირებულია მეორე ტური, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლებელია პირველ ტურში არჩევნების დასრულება. მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად 76 მანდატი აქვს უკვე გარანტირებული იმ მონაცემებით, რომელიც უკვე დათვლილია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედეგად საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. დარჩენილი 16 გაუნაწილებელი მანდატი და ხედავთ, რომ ეს მანდატები მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში. ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები