ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ” პირველივე ტურში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმები აიღო

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების წინასწარი შედეგებით უკვე ჩანს, რომ მმართველი გუნდი ახალ მთავრობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

„იმ მონაცემებით, რომელიც უკვე არსებობს და აღარ შეიცვლება, მმართველ გუნდს მხოლოდ პროპორციული სიით, უკვე მოპოვებული აქვს 62 მანდატი. ჯერ გრძელდება დათვლა და იქნება საბოლოო შედეგები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარობის 14 კანდიდატს უკვე მოგებული აქვს. აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას” ჯამში 76 მანდატი აქვს გარანტირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ” უკვე პირველივე ტურში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა საქართველოს პარლამენტში და ის მთავრობას ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს “, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დარჩენილია მაჟორიტარების 16 მანდატი, რომელსაც, ასევე, „ქართული ოცნების” კანდიდატი მოიგებს და პარტიის მანდატები პარლამენტში 92-მდე გაიზრდება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ დარჩენილ 16 ოლქშიც დამაჯერებელი გამარჯვება გვექნება და საბოლოოდ, პარლამენტში „ქართული ოცნების” მანდატების რიცხვი 92 იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები