„ეს მხარდაჭერა არ იქნა საკმარისი, რომ პირველივე ტურში გაგვეფორმებინა გამარჯვება – მეორე ტურისთვის მზადებას დღეიდან ვიწყებთ“
მეორე ტურისთვის მზადებას ჩვენ დღეიდან ვიწყებთ, მიუხედავად ოპოზიციის შეთანხმებული პოზიციისა, მეორე ტურში გამარჯვების გაფორმების მხრივ ჩვენ უფრო მეტი შანსები გვაქვს, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას. ასე რომ, მეორე ტურში ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას აუცილებლად გავიფორმებთ – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ განაცხადა.
გიორგი შენგელიას განცხადებით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში, მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში გაგვეფორმებინა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის სახით ზუგდიდელებს ეყოლებათ ძალიან ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად ოპოზიციის შეთანხმებული პოზიციისა, მეორე ტურში გამარჯვების გაფორმების მხრივ ჩვენ უფრო მეტი შანსები გვაქვს, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას. ასე რომ, მეორე ტურში ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას აუცილებლად გავიფორმებთ“, – განაცხადა გეგა შენგელიამ.