„მეორე ტურის დანიშვნას არ ველოდებით“- ახალციხეში წინასწარი მონაცემით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს
ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის N17 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნების მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახალციხეში წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი ლიდერობს.
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, 37-ე ოლქში ამომრჩევლების 63%-ზე მეტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
„დროულად მოხდა უბნების დახურვა, ხმების დათვლა და შემაჯამებელი ოქმების შედგენა. ამ ეტაპზე პირველადი მონაცემებით ლიდერობს „ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენელი. მეორე ტურს არანაირად არ ველოდებით“,-განაცხადა თეა გავაშელმა.