ამ დროის მონაცემებით აჭარაში ,,ქართული ოცნება“ ლიდერობს

აჭარაში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ ყველაზე მეტი უბანი ქობულეთში დაითვალეს დარჩენილია მხოლოდ ორი უბანი. 67 უბნის მონაცემებით კი “ქართული ოცნება” ლიდერობს. ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში დასათვლელად დარჩენილია 42 უბანი. უსკოს თავმჯდომარემ დღეს წინასწარი მონაცემები გააჟღერა, რომლის მიხედვითაც დათვლილია უბნების მესამედი.

ამ დროის მონაცემებით 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, ესენია ,,ქართული ოცნება“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
,,პროპორციული სისტემით დათვლილია 106 უბანი, ხოლო მაჟორიტარული სისტემით 118 უბანი. ამ მონაცემებით 5% ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა. პირველ ადგილზეა “ქართული ოცნების” მაჟორიტარები. ხმები ქობულეთის 29- მაჟორიტარულ ოლქშია დათვლილი. 30-ე მაჟორიტარულ ოლქში კი 180-დან მხოლოდ 42 უბანია დათვლილი“,-განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები