პლატონ კალმახელიძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა

,,მე დარწმუნებული ვარ, ის არჩევანი, რაც გააკეთა ქართველმა მოსახლეობამ ბევრ სიკეთეს მოუტანს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს. ამის შესახებ თელავის ,,ქართული ოცნების” შტაბის  ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პლატონ კალმახელიძე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ პოზიცია ხმათა უმრავლესობით საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ლიდერობს.

,,ზოგადად ,,ქართული ოცნება ყველა ეგზიტპოლის საქართველოს ყველა რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში ლიდერობს.
მე მინდა მივულოცო მთლიანად ქართველ ერს ეს გამარჯვება, მივულოცო ჩვენს გუნდს.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა.
ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ გარჯვებაში შრომა ჩადო.
მე დარწმუნებული ვარ, ის არჩევანი, რაც გააკეთა ქართველმა მოსახლეობამ ბევრ სიკეთეს მოუტანს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ისევე საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას და მოქალაქეებს”,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი ბოტკოველი კი შიდა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები