ირაკლი კობახიძე: რეგიონებში, 13 ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროისთვის 13 ოლქში დათვლილია მონაცემთა ნაწილი. ეგზიტპოლის შედეგებით “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.

““გვაქვს 13 მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის მონაცემები. დავით სონღულაშვილის ოლქი კახეთში, 4 უბანია დათვლილი და შედეგი არის 57.11%. ირაკლი ქადაგიშვილის ოლქი კახეთში 6 უბანია დათვლილი და შედეგი არის 58.97%. ზაურ დარგალი-მარნეული-გარდაბნის ოლქი, 10 უბანია დათვლილი, შედეგი – 56.45%. გოგი მეშველიანის ოლქი – 78 უბანია უკვე დათვლილი, 53.34%. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის ოლქს, შალვა კერესელიძე, 9 უბანია აქ დათვლილი და შედეგი არის 50.48%. გიგი ხოჯევანიშვილის ოლქი – გორი-კასპი , შედეგი არის 54.58%. ანტონ ობოლაშვილის ოლქი – სამცხე, აქ არის 58.64%. სამუელ მანუკიანი, ეს არის ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი, დათვლილია 38 უბანი და შედეგი არის 63.30%. რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთი, გოჩა ენუქიძე, 1 უბანია დათვლილი, შედეგი არის 86.21%. პაატა კვიჟინაძე, 24 უბანია დათვლილია 73.69%. გივი ჭიჭინაძის ოლქი, 20 უბანია დათვლილი 52.22%. ვასილ ჩიგოგიძე, გურია, 28 უბანია დათვლილი. 58.02%. ალეკო მოწერელია, სამეგრელო, 11 უბანია დათვლილი, შედეგი არის 57.53%”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები