ირაკლი კობახიძე: რეგიონებში ჯერჯერობით დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას რეგიონებში 24 საარჩევნო უბნის მონაცემი წარუდგინა.

მისი თქმით, იკვეთება, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ.

“17 უბანია – ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყაროს ოლქში – სადაც გოგი მეშველიანი 41, 02% იგებს; ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – ორი უბანია დათვლილი, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელია 69, 92%; რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში, დათვლილია ერთი უბანი და გოჩა ენუქიძეს 86, 21% აქვს; ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულის ოლქში არის დათვლილი ერთი უბანი და ბეჟან წაქაძეს 68, 84% აქვს; გურიაში დათვლილია სამი უბანი – ვასილ ჩიგოგიძე 62,მ 61% იგებს. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ. ეს არის პირველი მონაცემები, რომლებიც 24 უბნიდან არის შემოსული. ​ტენდენცია არის უკვე აშკარა და გამოკვეთილი, რომ რეგიონებში, ჯერჯერობით დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები