თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში არჩევნებზე 34 122 ამომრჩეველი გამოცხადდა
თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში 54-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.
ამ დროისთვის კომისიის წევრები ხმებს ითვლიან.
როგორც საოლქო კომისიის თავჯდომარემ განაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი ექსცესების და დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.
რეზო გაიპარაშვილის თქმით, საარჩევნო ოლქში დაწერილია სულ 3 საჩივარი.
რაც შეეხება მოქალაქეთა აქტივობას, 34 122-მა ადამიანმა დააფიქსირა თავისი არჩევანი.
ეს კი ამომრჩევლის დაახლოებით 60.8% შეადგენს