ზაურ დარგალი: ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცეს და ჩაშალონ არჩევნები, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე სუფთა და დემოკრატიული არჩევნები

მარნეულ-გარდაბნის სამაჟორიტარო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი ზაურ დარგალი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს არჩევნების ჩაშლას.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა.

“ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცეს და ჩაშალონ არჩევნები, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ ყველაზე სუფთა და დემოკრატიული არჩევნები, ამიტომ მშვიდად ველოდებით შედეგებს”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ცნობისთვის, მარნეულის მესამე საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, მესამე სარჩევნო უბანზე შუქი ჩააქრეს და საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ოპოზიცია ხელს “ქართული ოცნებისკენ” იშვერს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები