ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა და ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში – 51% დაფიქსირდა” , – განაცხადა მიქელაძემ.
მიელაძის განცხადებით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მიქელაძის ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა.