ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში დარეგისტირებული 120 312 მოქალაქიდან საკუთარი ნება 55 427 პირმა დააფიქსირა

ზუგდიდში 107-ვე უბანში ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა. როგორც 27-ე მაჟორიტარული და 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, ოლქში დარეგისტირებული 120 312 მოქალაქიდან საკუთარი ნება 55 427 პირმა დააფიქსირა, რაც მთლიანი ამომრჩევლების 46,07%-ს შეადგენს.

“27-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 120 012 ამომრჩეველს, რაც შეეხება 20:00 საათის მონაცემებს 55 427 ამომრჩეველია დაფიქსირებული, რაც 46,7%-ს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ გვქონდა 107 უბანი, დამატებით 2 სპეც უბანი, კოვიდუბანი. ყველა უბანი დახურულია, არსად რიგები არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ამ უბნებზე კენჭისყრა 21:00-ზე დასრულდა. 110-ე უბანზე ყველა გადასატანი ყუთი შემოსულია”,- განაცხადა მირანდა მესხმა.

რაც შეეხება საჩივრებს, საოქო კომისიის თავმჯდომარის ცნობიF, სულ დღის განმავლობაში 16 საჩივარია შემოსული, რომელიც მისივე განმარტებით ისეთი ხასიათის საჩივრებია, რომლებიც არანაირ გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე.

მესხის თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდა.

ასევე, უბნებზე ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დაცული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები