ახალციხის საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი დაიწყო
ახალციხის უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00სთ-ზე შეწყდა. უბნების დაკეტვისთანავე დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის განცხადებით ყველა პროცედურამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„რვა საათისთვის ყველა უბანი დაიხურა. ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ახლა ითვლება უბნები. საჩივრები არ შემოსულა და ველოდებით რომ ასევე მშვიდ ვითარებაში დაითვლიან ხმებსაც და მშვიდად მოვა შემაჯამებელი ოქმები ოლქში“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ თეა გავაშელმა.