ეგზიტპოლის შედეგები: “ქართული ოცნება” – 52,26%, “ნაციონალური მოძრაობა” – 25.33%
ტელეკომპანია “რუსთავი 2” ეგზიტპოლის პირველად შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Survation-მა ჩაატარა. ცდომილება 1.2%-ია.
აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს 17:30 საათის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის 9 პოლიტიკური სუბიექტი.
Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 52.26%
საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”” -25.33%
“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 %
“გირჩი” – 3.52 %
“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61%
საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” -2.37%
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -2.29%
“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1.22%
“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1.02 %.