ქუთაისის #116 საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გააძევეს
ქუთაისის 116-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის უბნიდან გაძევებით დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელი პროვოკაციას თავად აწყობდა და საარჩევნო პროცესს შეგნებულად აფერხებდა. ადგილზე სიტუაციის განსამუხტავად სამართალდამცველების მისვლა გახდა საჭირო. მომხდარის გამო საჩივარი დაიწერა.