ზაურ დარგალი: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს ამომრჩეველს, ეს არის საქართველოს გამარჯვება და თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება
მარნეულისა და გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატი ზაურ დარგალი ამომრჩევლებს მადლობას უხდის და მოქალაქეებს წინასწარი შედეგებით პარტიის გამარჯვებას ულოცავს.
“მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს ამომრჩეველს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ, ეს არის საქართველოს გამარჯვება და თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. მე დარწმუნებული ვარ რომ მარნეულში ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგე ეს არჩევნები. ერთ-ერთი ეპიცენტრი ოპოზიციის მხრიდან არის მარნეული, თუმცა არჩევნები ჩტარდა მშიდგარემოში, რამოდენიმე ინციდენტი იყო თუმცა არაფერი არ გამოუვიდათ”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.