საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შეწყდა, თუმცა გონიოს 91 საოლქო საარჩევნო უბანთან კვლავ არიან მოქალქეები შეკრებილები

ზუსტად 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. გონიოს 91 საოლქო საარჩევნო უბანთან შეკრებილებმა ტაშითა და შეძახილებით იზეიმეს მიმდინარე არჩევნებში ეგზიტპოლის შედეგებით “ქართული ოცნების” გამარჯვება.
ადგილზე იმყოფება ფირუზ წულუკიძე და მისი ახლობლები, რომლებიც ,,ქართული ოცნების” მიმართ ნეგატიური განწყობით გამოირჩეოდნენ. ისინი ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობენ, რომ დაპირისპირებას არ აპირებენ, უბრალოდ ოპოზიციის ხმების დაცვას ცდილობენ.
გონიოში ერთი საათის წინ 91-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. საქმე ეხება უბანზე ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას. ადგილობრივებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს და წარსულში ჩადენილი ქმედებები გაახსენეს.
ტერიტირიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან, აქვეა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსრანტინე ანანიაშვილიც. მისი თქმით სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები