გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ენმ-ის წევრები ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანზე არ შეუშვა

გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ენმ-ის წევრები ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანზე არ შეუშვა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში მონაწილე ადგილობრივები აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძეს და მურმან დუმბაძეს გონიოში საარჩევნო უბანზე მისვლის მორალური უფლება არ აქვთ.
“ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენამ ხალხის გაღიზიანება გამოიწვია. გვახსოვს ნაცების სისხლიანი რეჟიმი და არ დავუშვებთ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. არაფერი დაპირისპირება არ ყიფილა. სიტყვიერად მივმართეთ რომ წასულიყვნენ”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა რამდენიმე ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები