ინფორმაცია მარნეულის N3 საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ სიცრუეა
მარნეულში მე-3 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. თვჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საოლქო საუბნო კომისიის თვჯდომარემ სამირა აგილერდამ განუცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უბანი გაუქმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
სამირა აგილერდას განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტი იმაზე გამოთქვეს, რომ ამომრჩეველმა სიის ნომერი მიიტანა.
“პრობლემა ის იყო რომ ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გამოიძახეს ტელევიზია და გვაბრალებდნენ იმას, რაც არ ყოფილა. კაცი შემოვიდა და არ იცოდა სიის ნომერი, ისევ უკან გავიდა და შემოიტანა ფურცელი, სადაც სიის ნომერი ეწერა. ამის გამო ატყდა სკანდალი. “ნაცმოძრაობის” წევრები გვაბრალებდნენ რომ ეს კაცი რამდენჯერმე გავიდა და შემოვიდა და ეგეთი რამე არ მომხდარა ეს იყო პრობლემა, უბნის დაკეტვაზე ლაპარაკი არ ყოფილა”, – თქვა სამირა აგილერამ