თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის 38-ე უბანზე ხმაური იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ერთ-ერთმა წევრმა დამკვირვებლები ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით ხმის გაყალბებაში დაადანაშაულა. გიორგი შანყულაშვილმა, დამკვირებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სოფელ ყარაჯალის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი ხელოვნურად შექმნილი იყო და კონკრეტული მიზეზი “ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰქონია.
ყარაჯალის 38-ე უბანზე სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.
ყარაჯალაში ამ დროისთვის, ამომრჩევლების აქტიურობა საკმაოდ მაღალია.
ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და სამართალდამცველები.