„ახალციხეში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა
არჩევნები ახალციხეში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 5 საათიის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი დაახლოებით მოსახლეობის 45%-მა გააკეთა.
“აქტივობა მაღალია. ამ ეტაპზე 45%-ს აცდა. მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, ხოლო რაც შეეხება საჩივრებს, სულ შემოსულია 2 საჩივარი. ეხება უბნის გარეთ მომხდარ ფაქტს, სააგიტაციო მასალასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კომისია შეისწავლის ამ ფაქტს. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არსად არ ჰქონია. რაც შეეხება სიებს, მათი გამოთხოვის უფლება აქვთ საარჩევნო სუბიექტებს“,- განაცხადა ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელმა.