ზუგდიდში ამომრჩევლების 37,48%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარული დაა 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 37,48%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, საარჩევნო უბნებზე სერიოზულ დარღვევას ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

“17:00 საათის მონაცემებით ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 37,48%,რაც რაოდენობრივად 45 089 მონაწილე ამომრჩეველს უდრის. წინა წლის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 1%-ია სხვაობა. ამ ეტაპისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საჩივრების რაოდენობა იგივეა, რაზეც ნაწილობრივ დაწყებულია რეაგირება უბნებზე, ვემზადებით 20:00 საათის მონაცემებისთვის”,- განაცხადა მირანდა მესხმა.

რაც შეეხება N5-ე და N81-ე უბნებზე კომისიის წევრების სავარაუდო გაძევების ფაქტებს, მირანდა მესხმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

როგორც მესხმა განაცხადა,აღნიშნულ უბნებზე კომისიის უფუნქციო წევრები ცდილობდნენ საარჩევნო კომისიის წევრებისთვის მიზანმიმართულად ხელი შეეშალათ.

“ეს ადამიანი ფაქტიურად კომისიის უფუნქციო წევრია, არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა, არ აქვს არანაირი ფუნქცია და შესაბამისად ზედმეტად ერევა კომისიის გადაწყვეტილებებში. ხელს უშილის კომისიას, ფაქტობრივად, თვითონ ახორციელებს იდენტიფიცირებას, რაც მისი ფუნქცია-მოვალეობა არ არის. თუ ჰქონდა ამის სურვილი, შეეძლო გამოვლენილიყო ნებისმიერ კომისიის წევრად და შეესრულებინა ეს ფუნქცია. რაც შეეხება გაძევებას, კომისიის ეს წევრი გაძევებული არ არის, უბრალოდ გაფრთხილებული იყო, რომ არ შეეშალა ხელი კომისიის მუშაობისთვის”,- განაცხადა მირანდა მესხმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები