ბათუმში 21-ე საარჩევნო უბანთან ორი მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდა

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა. პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა.
როგორც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ნეფარიძემ განაცხადა, მოქალაქე საარჩევნო სიაში არ იყო. იგი იმასაც აღნიშნავს რომ მსგავსი შემთხვევა დღეს კიდევ მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე პირი ადგილზევე166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულოგნობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ისინი ამ დრისთვის ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები