ქუთაისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, “ლეიბორისტებმა” პროვოკაცია მოაწყვეს
ქუთაისში ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძის განცხადებით, მას #37 საარჩევნო უბანზე ფიზიკურად 30 ადამიანი გაუსწორდა. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და სიტუაცია განმუხტეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კიკვაძეს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პროვოკაცია საარჩევნო უბანზე თავად ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა მოაწყვეს.