15:00 საათისათვის ხმა მისცა 21 639 -მა ამომრჩეველმა

15:00 საათისთვის თელავის მეჩვიდმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალმა საარჩევნო უბნებში დარეგისტრირებულმა 21 639 ამომრჩეველმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.

აღნიშნული კომისის თავმჯდომარის განცხადებით მიმდინარე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“15:00 საათისათვის ხმა მისცა 21 639 -მა ამომრჩეველმა. ეს გახლავთ ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 38,56%. რაც შეეხება უბნებს, უბნებზე 10 საათამდე იყო აფსოლუტური სიმშვიდე. 10 საათისს შემდეგ რამდენიმე უბანზე შეიქმნა რიგები იმიტომ, რომ შიგნით პანდემიის რეგულაციები რეგულირდება ცესკოს მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად. რაც შეეხება ქუჩაში ხალხმრავლობას, მეც ბევრი უნიღბო ხალხი ვნახე, მაგრამ შიგნით არც ერთ უბანზე ასეთი რამ არ ხდება, ყველა იცავს იმას, რაც ჩვენ გვიწერია ინსტრუქციაში უბნებისთვის. სერიოზული დარღვევა ამ ეტაპისტვის არ არის, ორი საჩივარია ოლქში სემოსული. ხარვეზი ჩვენს მიერ უკვე აღმოფხვრილია”, – განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები